სხვა

15:09 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრი – ვლადიმერ სტეფანია

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შექმნილ მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრი დაემატა. ამიერიდან, მრჩეველთა საბჭოს 18 კაციან შემადგენლობაში ვეტერანი კალათბურთელი ვლადიმერ სტეფანიაც იქნება. სტეფანია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშა და ერთი პერიოდი “მაიამი ჰიტის” ღირსებასაც იცავდა.

სტეფანია წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი და ლიდერი იყო. მრჩეველთა საბჭო პერიოდულად იკრიბება და სამინისტროსთან ერთად სპორტული ფედერაციებისთვის რჩევებსა და რეკომენდაციებს იმუშავებს. საბჭო ასევე განიხილავს ოპტიმალურ სტრატეგიას ახალი კადრების მომზადებისთვის და იმუშავებს სამწვრთნელო მეთოდიკისა და კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებს.

 

მრჩეველთა საბჭოს წევრები

ნონა გაფრინდაშვილი

ვლადიმერ ბარქაია

გურამ მინაშვილი

თემურ ბენდიაშვილი

ჯემალ ცერცვაძე

რომან რურუა

გურამ საღარაძე

როსტომ აბაშიძე

გურამ პაპიტაშვილი

ვიქტორ სანეევი

ჯუმბერ ლეჟავა

ჯანო ბაგრატიონი

რევაზ ტრაპაიძე

ლევან თედიაშვილი

ქეთევან ლოსაბერიძე

ალექსანდრე მეტრეველი

მზია ჯუღელი

ვლადიმერ სტეფანია

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097644