საინტერესო შემთხვევა მოხდა ბულგარეთის ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ვრაცის "ბოტევი" სოფიის ცსკა-ს მასპინძლობდა. მე-18 წუთზე "ბოტევის" კარში პენალტი დაინიშნა, რაც ამ გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, იტალიელმა ჯულიანო სონზონიმ ვერ აიტანა და მსაჯს მიეჭრა... პენალტი გავიდა და ამის შემდეგ მოხდა კურიოზული ამბავი. სონზონი მსაჯს აგინებდა, ის კი მწვრთნელის გაძევებას აპირებდა. ამ დროს მწვრთნელმა მას ყველა ბარათი წაართვა და დაუხია. ძლივს დააწყნარეს.
