6-17 ივლისს, რუსეთის ქალაქი ყაზანი მსოფლიოს 27-ე უნივერსიადას მასპინძლობს. მსოფლიო უნივერსიადის მიზანი ახალგაზრდა ათლეტების შეკრება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. უნივერსიადის დევიზია “შენ ხარ მსოფლიო”. ყაზანში თავს 162 ქვეყნის ახალგაზრდა სპორტსმენები მოიყრიან, რაც ამ შეჯიბრების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია წარმოდგენილი იქნება უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების და იაპონიის მიერ, ათლეტების საერთო რაოდენობა კი 10 442-ს მიაღწევს.
ყაზანის უნივერსიადაზე საქართველოს ოფიციალური დელეგაცია, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ, 11 სპორტის სახეობაში (ცურვა, წყალბურთი, ფარიკაობა, ძიუდო, ქამრიანი ჭიდაობა, კრივი, ჭადრაკი, შვიდკაცა რაგბი, სამბო, სროლა, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) გამოვა. ქართული დელეგაცია დაახლოებით 100 წევრისგან შედგება.
ყაზანში გასამართი მსოფლიოს უნივერსიადა ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშიც მოექცა – შეჯიბრებებს 1500-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს. უნივერსიადას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 20 000 მოხალისე მოემსახურება.
სპორტის და ახალგაზრდობი საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური







