ფეხბურთი

0:20 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კვლავ ევროპელები იგებენ

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი კვლავ ევროპული გუნდების უპირატესობით მიმდინარეობს. თურქეთში დღეს გამართული 4 თამაშიდან 2 ფრედ დასრულდა, ხოლო დანარჩენ ორში ბებერი კონტინენტის წარმომადგენლებმა იმარჯვეს.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა თურქეთია. თურქები ელ სალვადორს დაუპირისპირდნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე იოლად დაამარცხეს.

იმავე ჯგუფში, ავსტრალიამ კოლუმბიასთან, მოულოდნელად, ქულა აიღო. ავსტრალიელები მე-2 ტაიმის პირველი წუთიდან მოყოლებული იგებდნენ კიდეც, მაგრამ 78-ე წუთზე, სამხრეთ ამერიკელებმა გათანაბრება და ქულის აღება მოახერხეს.

მოულოდნელობა იყო D ჯგუფში საბერძნეთის მოგებაც. ფავორიტად შერაცხულმა მექსიკელებმა პირველ ტაიმში გაშვებული გოლი შესვენებამდე გაქვითეს, მაგრამ ძირითადი დროის ამოწურვამდე 2 წუთით ადრე მეტოქეს კიდევ ერთხელ გაატანინეს და ტურნირი წაგებით დაიწყეს.

პირველ 7 წუთში დაფიქსირდა საბოლოო შედეგი პარაგვაისა და მალის შორის გამართულ მატჩში. ფავორიტი სამხრთ ამერიკელები მდევრის როლში უკვე მე-3 წუთზე აღმოჩნდნენ, მაგრამ წონასწორობა მალევე აღდგა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

 

C ჯგუფი

კოლუმბია-ავსტრალია 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 დე სილვა (46), 1:1 კორდობა (78).

 

თურქეთი-ელ სალვადორი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 უჯანი (9), 2:0 შაჰინი (46), 3:0 შაჰინი (64).

 

D ჯგუფი

მექსიკა-საბერძნეთი 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 ბუხალაკისი (16), 1:1 ესპერიკუეტა (40), 1:2 კოლოვოსი (88).

 

პარაგვაი-მალი 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ნიანე (3), 1:1 როხასი (7).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176321