ჭადრაკი

15:43 | 10.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონი დააჯილდოვეს

უკრაინის ჭადრაკის ფედერაციის აღმასრულებელმა  კომიტეტმა მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატზე ანა უშენინას  წარმატება აღნიშნა. პირველი უკრაინელი ქალი მსოფლიო   ჩემპიონი 3 000 ამერიკული დოლარით დააჯილდოვეს, ტრიუმფატორის მწვრთნელებს გენადი კრუგოვოის და ანტონ კორობოვს კი 1 500-1 500 დოლარი ერგოთ. შეგახსენებთ, რომ უშენინამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული რუსულ ხანტი-მანსიისკში გამართულ ტურნირზე მოიპოვა, სადაც ფინალში ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას ოთხ პარტიაში სძლია და საპრიზო ფონდიდან 60 ათასი დოლარი მიიღო.

0.09537