უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა ლიდერთა ჯგუფში “ნონას თასის” გათამაშების მთავარ ტურნირის მეოთხე ტურში. პირველ ოც დაფაზე მხოლოდ და მხოლოდ 3 ფრე დაფიქსირდა, ისიც საკმაოდ დაძაბული ბრძოლის შემდეგ.
4 ტურის შემდეგ 155 მონაწილიდან მხოლოდ სამნი: ლუკა პაიჭაძე, ოლეგ კორნეევი და შოთა აზალაძე აგრძელებენ ასპარეზობას დანაკარგის გარეშე.
ყველაზე უმცროსებში ასევე დანაკარგის გარეშე ლიდერობს რობერტ მურადიანი. ხოლო გოგონებში დიანა ლომაია და ანა მაჭარაშვილი ინარჩუნებენ პირველობას 4 ქულით.
10-წლიან ბიჭებში 3.5-3.5 ქულით ოთხეული დაწინაურდა: მამიკონ ღარიბიანის, რაფი გაზარიანის, სადიგ მამადოვის და სამველ ხაჩატრინაის შემადგენლობით. გოგონებში თამარ ესაძე ინარჩუნებს 3.5 ქულით ერთპიროვნულ ლიდერობას.
12-წლიან ბიჭებს ორი ლუკას: ობოლაძის და გოგიას დუეტი ლიდერობს, გოგონებში კი მეწინავე პოზიციას ელენე კოსტავა ინარჩუნებს.
www.gcf.org.ge







