ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა, მხარდაჭერა გამოუცხადა თავის თანამემამულე ფორმულა ერთის პილოტ ფერნანდო ალონსოს
“ძალიან წარუმატებელი გამოდგა რბოლა კორეაში, თუმცა, სეზონის დარჩენილ რბოლებში, რა თქმა უნდა, ალონსოს ვუქომაგებ, რადგან მჯერა, რომ იგი, კვლავ დაბრუნდება ტრიუმფით. ფერნანდო, შენ ნამდვილი ჩემპიონი ხარ”, - ციტირებს რაფაელის სიტყვებს ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, კორეის გრანპრიზე, ალონსომ მესამე ადგილი დაიკავა და გერმანელ სებასტიან ფეტელს მისცა სეზონის საჩემპიონო ბრძოლაში გადასწრების საშუალება.







