ჩოგბურთი

17:28 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი კორტზე ხუთშაბათს გავა

 რაფა ნადალს ხელმეორე სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, მას ხერხემლის დაზიანება რომ არ აქვს. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის შემდეგ რაფას ჯანმრთელობის გაუმჯობესების დინამიკა დამაკმაყოფილებელია და ექიმებმა მკურნალობის მიზნით მას მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა დაუნიშნეს. ნადალი უახლოესი დღეების განმავლობაში ანტიანთებად აბებს მიიღებს. ჩოგბურთელის ფიზიოთერაპევტზე დაყრდნობით, ამ ცნობას Tennis.com ავრცელებს.

სადიდსლემო ტურნირების 13-გზის ჩემპიონი რაფა დარბაზში ვარჯიშობს, ხუთშაბათიდან კი ექიმებმა მას კორტზე გასვლის და ინტენსიური წვრთნის ნება დართეს. უახლოეს პერიოდში გაირკვევა, იასპარეზებს თუ არა ნადალი რიო დე ჟანეიროს (შეჯიბრება სტარტს 17 თებერვალს იღებს), ინდიან უელსის (3 მარტი) და მაიამის (19 მარტი) ტურნირებზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095411