ჩოგბურთი

16:16 | 20.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნადია პეტროვამ კარლა სუარეს ნავარო გადათელა

დუბაიში გრძელდება პრესტიჟული ქალთა საჩოგბურთო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 2 მილიონი დოლარია. გათამაშების მეორე წრეში მსოფლიო რეიტინგის მე-12 ჩოგანმა, რუსმა ნადია პეტროვამ ძალზე იოლად მოახერხა ესპანელი კარლა სუარეს ნავაროს წინააღმდეგობის გადალახვა - 6:0, 6:1.
მატჩი ნადიას უდიდესი უპირატესობით წარიმართა და სულ რაღაც 75 წუთში დასრულდა. ამ დროის განმავლობაში პეტროვამ ექვსჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, ხოლო ესპანელმა, თავის მხრივ, ერთხელაც კი ვერ მიაღწია ბრეიკპოინტამდე. რუსის ანგარიშზე 8 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა გახლდათ. ნავარომ თავი მხოლოდ 1 ორმაგით “გამოიჩინა”.
დღევანდელი მატჩი ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში რიგით მესამე გახლდათ და პეტროვა წინ გავიდა - 2:1.
მეოთხედფინალურ ეტაპზე რუსი ჩოგბურთელი რუმინელი სორანა კირსტეასა და იტალიელ სარა ერანის შორის გამარჯვებულს შეხვდება.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090879