ნანა ძაგნიძემ პირველად საკუთარი შესაძლებლობები 1992 
- ნანა, უდიდესი საერთაშორისო გამოცდილება გაგაჩნიათ. ხანტი-მანსიისკში მიმდინარე გრან-პრის თქვენთვის და თქვენი ქვეყნისთვის რა მნიშვნელობა აქვს?
- გრან-პრის ტურნირებზე მეორედ ვთამაშობ და ეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 ეტაპზე ვასპარეზობ და ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ჟენევაში მე-3 ადგილი გავიყავი, დილიჟანში კი მე-2 გახლდით. მჯერა, რომ გრან-პრის მოგების და შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსი მაქვს.
- როგორც ვიცით, საქართველოში ქალთა ჭადრაკი ძალიან მაღალ დონეზეა. რა მხარდაჭერას გრძნობთ უძლიერესი ქართველი მოჭადრაკეები და ისინიც, ვინც ჯერჯერობით, ნაკრებში ვერ ხვდებიან?
- სახელმწიფო გვეხმარება, კერძოდ კი, სპორტის სამინისტროსგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ისინი ჩვენს სამოგზაურო ხარჯებს და განთავსებას ანაზღაურებენ, ამასთან, ყოველთვიური ხელფასიც გვაქვს. ეს დიდი დახმარებაა და რამდენადაც ვიცი, ამგვარი სისტემა ბევრ ქვეყანაში არ არის. ამ ტურნირისთვის ჩემს მწვრთნელს ჭადრაკის ფედერაცია ეხმარება. როგორც ადრე, ჭადრაკი საქართველოში ამჟამად ძალიან პოპულარულია და მას ბევრი მისდევს.
- თქვენი ოჯახის წევრები თუ არიან დაინტერესებული ჭადრაკით?
- რასაკვირველია. ისინი ჩემს შედეგებს თვალს ადევნებენ და ონლაინ-თამაშებსაც კი უყურებენ. ჩემი პატარაც, რომ დამინახავს “დედა, დედას” ყვირის.
- გსურთ, რომ თქვენმა ვაჟმაც ჭადრაკის თამაში დაიწყოს და შემდეგ პროფესიონალი მოთამაშე გახდეს?
- ცხადია, მას თამაშს ვასწავლი, მაგრამ პროფესიონალი რომ გახდეს, არ მინდა. ეს ძალიან რთულია. დიდი ენერგია მიაქვს და ნერვებსაც საკმაოდ აზიანებს.
- 2010 
- დიახ, ეს მართლაც გამორჩეული ტურნირი იყო გიბრალტარში ნაჩვენებ შედეგთან ერთად.
- ჭადრაკის გარდა, რით ხართ დაკავებული? მაგალითად, რომელიც წიგნი მოგწონთ ან პოეზიიდან რას გამოარჩევდით?
- ძალიან მიყვარს შექსპირის სონეტები, თუმცა, არა მგონია, ისინი ჭადრაკის თამაშის დროს რაიმე შთაგონებას მაძლევდნენ, ეს ორი სფერო ერთმანეთისგან მაინც შორსაა. თუკი ტურნირების დროს წიგნებს ვკითხულობ, ისინი მსუბუქი საკითხავი უნდა იყოს. რომანტიული და ისტორიული ჟანრი მიყვარს.
- თქვენს საყვარელ ავტორებს შორის ქართველი პოეტები – გალაქტიონ ტაბიძე და ლადო ასათიანიც არიან. მათზე რის თქმა შეგიძლიათ?
- მათ საქართველო ძალიან უყვარდათ და სამშობლოსადმი განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი, როგორც ნამდვილი პატრიოტები, ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანები არიან.
- რა სახის მუსიკა მოგწონთ?
- თამაშებამდე მუსიკის მოსმენა მიყვარს. ძირითადად, ეს პოპ-მუსიკაა და არა – ჯაზი.










