“პალმეირასის” მცველი ენრიკე კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს. იტალიური კლუბი ბრაზილიელს კონტრაქტს სამედიცინო გამოკვლევის გავლისთანავე გაუფორმებს.
“მოლაპარაკება საკმაოდ სწრაფად დასრულდა, ისე, რომ მასში მონაწილე ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა. ენრიკეს თავიდან არ სურდა “პალმეირასის” დატოვება, რადგან ეს კლუბი წლეულს ასი წლის იუბილეს აღნიშნავს, მაგრამ საკმაოდ კარგ წინადადებას მალევე დათანხმდა” – უთხრა GloboEsporte-ს ფეხბურთელის აგენტმა.
ენრიკეს სანაცვლოდ “ნაპოლი” 4 მილიონს გადაიხდის.





