იტალიური “ნაპოლი” მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებზე ნადირობას განაგრძობს. ამჯერად, ნეაპოლელებმა თვალი ალვარო არბელოას დაადგეს.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ნაპოლიმ” “რეალიდან” უკვე შეიძინა ხოსე კალიეხონი, რაულ ალბიოლი და გონსალო იგუაინი. მათი საერთო ღირებულება 58 მილიონი ევროთი განისაზღვრა.
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს, რაფა ბენიტესს გუნდში ალვარო არბელოას ხილვაც სურს, რომელთან ერთადაც ის “ლივერპულში” მუშაობდა.
ივარაუდება, რომ არბელოას სატრანსფერო თანხა დაახლოებით 12 მილიონი ევრო იქნება.





