სერია A-ს მე-2 ადგილს უფრო და უფრო უახლოვდება „ნაპოლი“, რომელიც 34-ე ტურში იოლად მოგების შემდეგ, უახლოეს მდევარ „მილანს“ უკვე 10 ქულით უსწრებს, თუმცა „როსონერის“ ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.
ვალტერ მაცარის გუნდი ცხრილის ფსკერზე მყარად მყოფ „პესკარას“ სტუმრობდა და ამის გათვალისწინებით, ნეაპოლელთა იოლი გამარჯვება გასაკვირი არ ყოფილა. ამ გუნდებს შორის პირველ წრეში გამართული დაპირისპირების მსგავსად, ანგარიში კვლავ ინლერის შორეული დარტყმით გაიხსნა. ეს მე-2 ტაიმის პირველივე წუთზე მოხდა. შეხვედრის დარჩენილ დროში, შვეიცარიელ ნახევარმცველს მხარი პანდევმა და ჯემაილიმ აუბეს.
3-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ზედიზედ მე-4 მატჩში იმარჯვა „უდინეზემ“, რომელიც ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის. უდინელებს 3 ქულა რობერტო პერეირამ მოუტანა, რომელმაც თავი ზედიზედ მე-2 გასვლით მატჩში გამოიჩინა.
ატალანტა-ბოლონია 1:1 (0:0)
ბერგამო, “ატლეტი აძური” 14000
ატალანტა (4-4-2): კონსილი, ფერი, სტენდარდო, ლუჩინი, დელ გროსო (ბრივიო 29), ჯორჯი (რადოვანოვიჩი 78), ჩიგარინი, ბიონდინი, მორალესი, ლივაია (პარა 65), დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
ბოლონია (4-2-3-1): კურჩი, გარიკსი, სორენსენი, ანტონსონი, მორლეო, პერესი (გუარენტე 58), ტაიდერი, კონე (მოსკარდელი 75), დიამანტი, პასკუატო (ხრისტოდულოპულოსი 62), ჯილარდინო.
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.
გოლები: 1:0 ჯორჯი (67), 1:1 ჯილარდინო (76).
გაფრთხილებები: ლივაია 61 - გარიკსი 15, მორლეო 84.
მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 12 (7)-7 (3), კუთხური: 9-4, თამაშგარე: 5-3, სეივი: 2-6, ჯარიმა: 14-19.
კალიარი-უდინეზე 0:1 (0:0)
კალიარი, “ის არენასი” 10000
კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პერიკო, არიაუდო, ასტორი, მურუ, კაზარინი (იბარბო 57), კონტი, ნაინგოლანი, რიბეირუ (აველარი 68), საუ (ნენე 78), პინილია.
მწვრთნელი: ივო პულგა.
უდინეზე (3-4-1-2): ბრკიჩი, ბენატია, დანილო, დომიცი, ბასტა, ლაცარი (ბადუ 35), ალანი, სილვა, პერეირა, ზილინსკი (მურიელი 52), დი ნატალე (პინცი 84).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
გოლი: 0:1 პერეირა (56).
გაფრთხილებები: არიაუდო 32, ნაინგოლანი 59, რიბეირუ 67, კონტი 75, იბარბო 82 - ზილინსკი 27, დომიცი 50, მურიელი 88.
გაძევება: პინილია 90+4.
მსაჯი: ჯანლუკა როკი.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 7 (0)-7 (3), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 0-3, სეივი: 1-0, ჯარიმა: 27-18.
პესკარა-ნაპოლი 0:3 (0:0)
პესკარა, “ადრიატიკო”
პესკარა (4-2-3-1): პელიცოლი (პერინი 63), ძანონი, კოშიჩი, კაპუანო, ბალძანო, რიცო, ტონი, კაპრარი (ჩელიქი 61), დი ფრანჩესკო, სკული (კაშიონე 70), სფორცინი.
მწვრთნელი: კრისტიან ბუკი.
ნაპოლი (3-5-2): დე სანკტისი, კამპანიარო, კანავარო, ბრიტოსი, მაჯო (მესტო 73), ჯემაილი, ინლერი, ჰამშიკი, ზუნიგა (არმერო 62), პანდევი (კალაიო 79), ინსინიე.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
გოლები: 0:1 ინლერი (46), 0:2 პანდევი (58), 0:3 ჯემაილი (82).
გაფრთხილებები: რიცო 24, დი ფრანჩესკო 53, ბალძანო 88 - ბრიტოსი 30.
მსაჯი: ანდრეა რომეო.
ბურთის ფლობა: 33%-67%, დარტყმა: 6 (2)-19 (10), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 1-5, სეივი: 7-2, ჯარიმა: 12-6.






