2013 წლის ბოლო მატჩი „ნაპოლისთვის“ წარუმატებელი გამოდგა. გარდა იმისა, რომ რაფაელ ბენიტესის გუნდმა ქულები დაკარგა, ნეაპოლელებს პირველი მეკარე პეპე რეინა გამოაკლდათ, რომელმაც ტრავმა პირველ ტაიმში მიიღო.
„კალიარი“ „ნაპოლის“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაუხვდა და ივო პულგას შეგირდებმა წარმატებული სვლა განაგრძეს. თამაშის ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში ნენემ გახსნა, რომელმაც ასტორის გადაცემა გოლად ახლო მანძილიდან დარტყმით აქცია. 10 წუთში, იგუაინმა პანდევის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და ქულების გამყოფი გოლი გაიტანა.
ლივორნო-უდინეზე 1:2 (1:1)
ლივორნო, “არმანდო პიჩი” 11000
ლივორნო (4-1-3-2): ბარდი, სკატარელა, ჩეკერინი (იბრაიმა 78), კოდა (ვალენტინი 58), ლამბრუგი (ემეგარა 71), ემერსონი, ლუცი, ბიაჯანტი, გრეკო, სილიგარდი, პაულინიო.
მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა.
უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი, ორტო, დანილო, დომიცი, ბასტა, ალანი, ლაცარი (პინცი 56), დუგლასი (გაბრიელ სილვა 63), პერეირა, ლოპესი, დი ნატალე (ფერნანდესი 75).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
გოლები: 0:1 ლოპესი (10), 1:1 სილიგარდი (32), 1:2 ორტო (65).
გაფრთხილებები: კოდა 8, სკატარელა 14, ემერსონი 78 - ლაცარი 17, ორტო 80.
მსაჯი: დანიელე დოვერი.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 14 (4)-14 (4), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 0-5, სეივი: 2-3, ჯარიმა: 10-20.
კალიარი-ნაპოლი 1:1 (1:1)
კალიარი, “სანტ ელია”
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, პიზანო, დელ ფაბრო, ასტორი, აველარი (ეკდალი 46), დესენა, კონტი, ნაინგოლანი, კოსუ (იბრაიმი 85), ნენე (პინილია 14), საუ.
მწვრთნელი: ივო პულგა.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა (კაბრალი 45+3), მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, რევეილერი, ბეჰრამი, ჯემაილი, ინსინიე (მერტენსი 71), პანდევი (საპატა 82), კალიეხონი, იგუაინი.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
გოლები: 1:0 ნენე (9), 1:1 იგუაინი (19, პენ).
გაფრთხილებები: ნენე 6, პიზანო 74 - კალიეხონი 41, ბეჰრამი 65.
მსაჯი: პაოლო ვალერი.
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 10 (4)-10 (2), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 8-2, სეივი: 1-3, ჯარიმა: 13-12.






