ნბა-ს საზაფხულო ლიგა, რომელიც ყოველწლიურად ორალნდოში იმართება, წლეულს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება - იტყობინება Orlando Sentinel.
წლეულს ტურნირში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, შარშანდელისგან განსხვავებით მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს "მაიამიმ" და "ჰიუსტონმა". სავარაუდოდ, იქნება ჯგუფური ეტაპი, ხოლო 2 საუკეთესო შედეგის მქონე კლუბი ტურნირის ბოლოს ფინალურ მატჩში დაუპირისპირდება ერთმანეთს.
შეგახსენებთ, რომ საზაფხულო ლიგა ნბა-ს და "მეჯიქის" ორგანიზებით, ტრადიციულად, დრაფტის შემდეგ იმართება, რომელსაც ფლორიდული კლუბის სავარჯიშო არენა მასპინძლობს.









