ფეხბურთი

12:11 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლში, ესპანელები ბასკების წინააღმდეგ

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი სტარტს დღეს, ევროპის 5 ქალაქში აიღებს. ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდებიან, რომლებმაც გასულ სეზონში თავიანთი ქვეყნის ჩემპიონატი ვერ მოიგეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მაინც მოხვდნენ.

ყველაზე დიდ ინტერესს ნეაპოლში, ადგილობრივ ნაპოლისა და ესპანურ “ბილბაოს” შორის გასამართი მატჩი იწვევს. იტალიელები, სერია A-ს გასულ გათამაშებაში მე-3 ადგილზე გავიდნენ, ხოლო ბასკებმა ლა ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავეს.

“ნაპოლის” არაერთი ფეხბურთელისთვის ესპანური ფეხბურთი კარგადაა ნაცნობი. ლა ლიგაში ენრიკეს, კალიეხონს, იგუაინს, ფედერიკო ფერნანდესს, ედუარდო ვარგასს, მიჩუსა და ალბიოლს უთამაშიათ. ესპანელია ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესიც. ცნობისთვის, ბენიტესი ევროტურნირზე გუნდს 150-ედ უთავკაცებს. ესპანელ სპეციალისტს, “ბილბაოსთან” გამართულ 11 მატჩში 4-4 მოგება და წაგება აქვს.

“ბილბაოსთან” თამაშები კარგად ახსოვს “ნაპოლის” არგენტინელ თავდამსხმელს, გონსალო იგუაინს. “რეალში” თამაშის დროს, ის ბასკებს 10-ჯერ დაუპირისპირდა. მადრიდელებმა ათივე თამაში მოიგეს, ხოლო იგუაინმა 8 გოლი გაიტანა.

საინტერესო თამაში გაიმართება თურქეთში, სადაც საკუთარ კედლებში კარგად მოთამაშე “ბეშიქთაში” ლონდონის “არსენალს” უმასპინძლებს. თურქებს, ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე, საკუთარ კედლებში გამართული ბოლო 12 თამაში მოგებული აქვთ.

“არსენალი” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგად თამაშობს. ლონდონელებმა თორმეტივე თამაში მოიგეს. გასულ წელს, “მეთოფეები” პლეი ოფში ასევე თურქულ გუნდს დაუპირისპირდნენ. “არსენალმა” “ფენერბაჰჩე” სტამბოლში 3:0, ხოლო ლონდონში 2:0 დაამარცხა.

“არსენალისთვის” ტრავმირებული ფეხბურთელების დიდი ჩამონათვალი უცხო ნამდვილად არაა. ლონდონელები ახალ სეზონს გიბსის, უოლკოტის, გნაბრისა და ოსპინას გარეშე ხვდებიან.

 

ზალცბურგი-მალმიო

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

 

სტიაუა-ლუდოგორეცი

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

 

ბეშიქთაში-არსენალი

სავარაუდო შემადგენლობები

ბეშიქთაში (4-4-2): ძენგინი, კურტულუსი, გულუმი, ფრანკო, რამონი, ფრაი, კავლაკი, უისალი, საჰანი, პეკტემეკი, ბა.

არსენალი (4-1-4-1): შჩეზნი, დებიუში, ჩემბერსი, კოშელნი, მონრეალი, ფლამინი, კემპბელი, რემსი, არტეტა, ჩემბერლენი, ჟირუ.

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

 

კოპენჰაგენი-ლევერკუზენი

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

 

ნაპოლი-ბილბაო

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-2-3-1): კაბრალი, მაჯო, ბრიტოსი, ალბიოლი, გულამი, გარგანო, ჟორჟინიო, კალიეხონი, ჰამშიკი, ინსინიე, იგუაინი.

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ირაოლა, ლაპორტი, ხოსე, ბალენსიაგა, რიკო, იტურასპე, სუსაეტა, მუნიაინი, გომესი, ადურისი.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი) 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164221