უეფას ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურას” მეტოქის ბაქოს “ნეფთჩის” მთავარმა მწვრთნელმა ბეიუკაგა გაჯიევმა, ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან საუბარში განაცხადა, რომ მეტოქეს პატივს სცემს.
- მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში თქვენი გუნდის მეტოქე “ჩიხურაზე” რას იტყვით?
- “ჩიხურასთან” საკონტროლო მატჩები ვითამაშეთ, მაგრამ მათზე დაყრდნობით ვერაფერს ვიტყვი. გაცილებით სასარგებლო იქნება, რასაც ამ გუნდის “ბურსასფორთან” დაპირისპირებებში ვნახავთ. მეტოქეს პატივს ვცემთ.
- ამ გუნდის “ზესტაფონთან” შედარება შეგიძლიათ?
- რთულია. “ჩიხურას” საქართველოს ჩემპიონატში თამაშის თაობაზე მცირე ინფორმაცია მაქვს. ვფიქრობ, ეს გუნდები დაახლოებით თანაბარი ძალის არიან. “ზესტაფონი” უფრო ძლიერიცაა.
- თქვენ თქვით, რომ გუნდიდან სლოვენიაში გამარჯვების შემთხვევაშიც წახვალთ...
- ზოგჯერ მსურს, რომ ყოველივეს გავერიდო, როდესაც მუდმივად მაკრიტიკებენ და ზოგჯერ დაუმსახურებლად. წნეხს ვგრძნობ. თითქოს, ვიღაცას არ უნდა, რომ ამ გუნდში ვიყო. ფეხბურთში მუდმივად გამარჯვება შეუძლებელია. “ნეფთჩი” წააგებს ხოლმე და ეს არაა დამოკიდებული ამ გუნდსი ვიმუშავებ თუ არა.







