ფეხბურთი

12:31 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიანგი: “მილანი” “იუვენტუსზე” ძლიერია

“მილანის” ფრანგმა თავდამსხმელმა მბაიე ნიანგმა იტალიელ ჟურნალისტებთან თავისი გუნდის საჩემპიონო ამბიციებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, გასულ სეზონში “როსონერი” სერია A-ში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

“მოახლოებული სეზონის წინ ჩემი და ყველა მილანელის განწყობა საბრძოლოა. ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება ჩემპიონატი. ამჟამინდელი “მილანი” სერია A-ს ყველა გუნდზე ძლიერია, მათ შორის “იუვენტუსზეც” და ეს მალე გამოჩნდება. ჩემპიონები აუცილებლად გავხდებით”, – განაცხადა ნიანგმა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167035