"ნიუ იორკ ნიქსში" ტრავმების ეპიდემია გრძელდება. მაიკ ვუდსონის გუნდს 5-მატჩიანი გასვლითი ტურნეს წინ სხვადასხვა სახის ტრავმების გამო გამოაკლდნენ გუნდის უდავო ლიდერები: კარმელო ენტონი, ამარე სტადემაირი და ტაისონ ჩენდლერი. სწორედ ეს გახლდათ მთავარი მიზეზი "ნიქსის" ზედიზედ სამი წაგებისა. რიგით მეოთხე გასვლით მატჩში ის "კლიპერსს" დაუპირისპირდა და ამჯერადაც უშანსოდ დამარცხდა - 80:93.
ვინი დელ ნეგრომ (როგორც შემდეგ გამოჩნდა) სწორი ტაქტიკა აირჩია და მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ნელ სათამაშო ტემპსა და პოზიციურ შეტევებში ჩაითრია მეტოქე. "კლიპერსი" ძალიან კარგად იყენებდა იმ ფაქტორს, რომ "ნიქსს" წინა ხაზში ორი ვეტერანი ჰყავდა - მარკუს კემბი და კურტ ტომასი. სწორედ ამიტომ, კრის პოლი მაქსიმალურად ტვირთავდა დეანდრე ჯორდანსა და ბლეიკ გრიფინს.
შეხვედრის სტარტი სტუმრებს გაცილებით უკეთესი გამოუვიდათ, "ნიუ იორკი" ფელტონისა და კოუპლენდის ზუსტი ტყორცნებით 13:5 დაწინაურდა, თუმცა მასპინძლებმა მალევე ჩაახშეს "ნიქსის" ეს მცირე გაქცევა, მათ პირველი მეოთხედის დარჩენილი დრო 16:5 მოიგეს კერონ ბატლერის, მეტ ბარნსისა და ბლეიკ გრიფინის კარგი გარჯის შედეგად და 3-ქულიანი ჰანდიკაპითაც გავიდნენ წინ.
რეგულარული გათამაშების საუკეთესო მეექვსე მოთამაშის პრიზზე პრეტენზიას რეალურად ჯამალ კროუფორდი და ჯეი არ სმიტი აცხადებენ. დღევანდელ დაპირისპირებაში კი მათ ერთმანეთის წინააღმდეგობა უნდა გადაელახათ, რაც დამატებითი ინტრიგა იყო. ორივე მათგანი თავდაუზოგავად იბრძოდა, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ "ნიუ იორკს" ამ შემადგენლობით რესურსი არ ეყოფოდა კალიფორნიაში მატჩის მოსაგებად, რადგან მათი მაღალი მოთამაშეები მეტოქის სამწამიან ზონაში მოხსნაზე საბრძოლველადაც იშვიათად შედიოდნენ, ხოლო თამაშიდან ზუსტი სროლების პროცენტული მაჩვენებელი კი 33%-ს არ სცილდებოდა. დიდ შესვენებამდე 90 წამით ადრე, კრის პოლმა საკუთარ თავზე აიღო თამაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო, რის შედეგადაც მასპინძლებმა პირველი ტაიმი 44:37 მოიგეს.
მესამე მეოთხედის სტარტზე "კლიპერსმა" სრული სერიოზულობით მოკიდა ხელი მატჩს და 15-ქულიანი სხვაობით გავიდა წინ, მაგრამ ამჯერად მატჩში ინტრიგა დააბრუნა ვეტერანი ჯეისონ კიდის სნაიპერულმა თვისებებმა, რომელმაც ზედიზედ სამი შორეული ტყორცნა გამოიყენა და საკუთარი გუნდის ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირა. სტუმრებმა პერიოდის ბოლო წუთები ისევ "ჩააგდეს", კენიონ მარტინმა უაზრო ბურთი ჩააგდებინა დეანდრე ჯორდანს სამწამიანი ზონიდან, შემდეგ ბონუს ჯარიმაც მიიღეს კალათში და "ნიუ იორკი" უკანასკნელ 12 წუთს მინუს 12 ქულით შეხვდა.
ბოლო მეოთხედში აღარაფერი შეცვლილა, სტუმრები ცდილობდნენ, დაწეოდნენ მეტოქეს, თუმცა არაფერი გამოსდიოდათ, თავის მხრივ, "კლიპერსიც" არ იკლავდა დიდად თავს და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა - 93:80.
მატჩის MVP კრის პოლი იყო, რომლის მონაგარი 20 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნა იყო.
კვლავ ვერ ვიხილეთ ქართული დუელი "ბრუკლინისა" და "ატლანტას" დაპირისპირებაში. Barclays Center-ში გამართულ მატჩში "ჰოუქსს" ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ფაჩულია აკლდა, რომელიც აქილევსის მყესის დაჭიმულობის გამო მხოლოდ მსუბუქად ვარჯიშობს, ჯორჯიის შტატის წარმომადგენლებმა კი მის გარეშეც 12-ქულიანი სხვაობით დაამრცხეს მეტოქე - 105:93. თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე სამი მეოთხედის შემდეგ, სტუმრებმა ელ ჰორფორდისა და ჯეფ ტიგის კარგი თამაშის წყალობით "დიდი გაქცევა" მოუწყვეს მეტოქეს, უკანასკნელი 12 წუთი 34:20 მოიგეს და სეზონში 37-ე გამარჯვება იზეიმეს. ბრუკლინელთა ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 1:36 წუთი დაყო და რა გასაკვირია, რომ ამ დროის განმავლობაში მან თავის გამოჩენა ვერაფრით მოასწრო.
კლიპერსი - ნიუ იორკი 93:80 (21:18, 23:19, 28:23, 21:20)
კლიპერსი: პოლი (20), ბილაფსი (12), ჯორდანი (8), გრიფინი (12+12მ), ბატლერი (14); კროუფორდი (12), ოდომი (7), ჰოლინზი (3), ბარნსი (5)
ნიუ იორკი: კოუპლენდი (13), შამპერტი (5), ტომასი (2), მარტინი (4), ფელტონი (16); პრიჟიონი (2), კემბი (1), კიდი (11), სმიტი (17), ნოვაკი (9)
ბრუკლინი - ატლანტა 93:105 (24:21, 25:30, 24:20, 20:34)
ბრუკლინი: უილიამსი (18), ჯონსონი (18), ლოპესი (17),ევანსი (14+22მ), ვოლესი (4); ბლაჩი (9),ვოტსონი (2), ბოგანსი (3), ბრუქსი (2), ტელეტოვიჩი (6), შენგელია
ატლანტა: სტივენსონი (6), ჰორფორდი (22+11მ), სმიტი (21), კორვერი (12), ჰარისი (4); ჯენკინსი (7), ტიგი (11+15პ), ჯონსი (13), ჯონსონი (7), პეტრო (2)
ტორონტო - მაიამი 91:108 (19:27, 24:28, 30:21, 18:32)
ტორონტო: ლოური, დეროზანი (12),ვალანჩუნასი (18), გეი (27), ჯონსონი (18+18მ); როსი (12), ფილდსი (4), ლუკასი
მაიამი: ჩელმერსი (1), ვეიდი (24), ბოში (18), ჯეიმსი (22+12მ+8პ), ჰასლემი (2); ალენი (20), ანდერსენი (7), კოული (6), მილერი, ჯონსი (2), ბეტიე (6)
მილუოკი - ორლანდო 115:109 (18:25, 26:29, 26:27, 45:28)
მილუოკი: ჯენინგსი (15), ელისი (39), სანდერსი(13+11მ), ილიასოვა (20+11მ), დანიელსი (6); დანლივი (8), იუდო (7),რედიკი (4), ჰენსონი (3)
ორლანდო: ნელსონი (16), ჰარისი (14), ჰარკლესი (23), ვუჩევიჩი (20+15მ), აფლალო (24); ოქვინი, მური (4), უდრიხი (8), ლემბი
ჰიუსტონი - გოლდენ სტეიტი 78:108 (10:18, 21:36, 29:21, 18:33)
ჰიუსტონი: ლინი (21), ჰარდენი (21+10მ+8პ), აშიკი (6), მოტეიუნასი (4), პარსონსი (9); ბევერლი, რობინსონი, სმიტი (5),ანდერსონი, დელფინო (12)
გოლდენ სტეიტი: კარი (29+11პ), ტომპსონი (26), ბოგატი (12+12მ), ლი (10+10მ), ბარნსი (9); ეზელი (2), ლენდრი (6), ჯეკი (8), გრინი (2), ბაზემოური (4)
მინესოტა - ნიუ ორლეანი 97:95 (28:27, 22:25, 26:21, 21:22)
მინესოტა: რიდნური (10), პეკოვიჩი (13), კირილენკო (8), რუბიო (16), უილიამსი (28); კანინგემი (6), სტიმსმა (5), ბარეა (6), შვედი (3), ჯონსონი (2)
ნიუ ორლეანი: გორდონი (7), ვასკესი (24), ლოპესი (20+11მ), დევისი (17), ამინუ (7); ანდერსონი (7), ამუნდსონი (4), რობერტსი (5),მეისონი (4)
დალასი - ოკლაჰომა 101:107 (26:24, 23:26, 23:23, 29:34)
დალასი: ჯეიმსი (14), მეიო (9), ბრენდი (4), ნოვიცკი (23), კრაუდერი (11); რაიტი (8), კარტერი (18), ბობუა, კამანი (2), კოლისონი (12)
ოკლაჰომა: ვესტბრუკი (35), სეფალოშა (4), პერკინსი (1), იბაკა (18+16მ), დურანტი (31); მარტინი (9), კოლისონი (4), ფიშერი (2), ჯექსონი (3)
ლეიკერსი - საკრამენტო 113:102 (33:27, 23:29, 30:20, 27:26)
ლეიკერსი: ნეში (19+12პ), ჰოვარდი (12+17მ), კლარკი (11), ვორლდ ფისი (22), მიქსი (6); ჯემისონი (27), ბლეიკი (16)
საკრამენტო: ტომასი (26), ევანსი (13), პატერსონი (22), ტომპსონი (4), სალმონსი (3); ჰოუსი (8),ტორნტონი (15), ოლდრიჯი, დუგლასი (11)
დასავლეთ კონფერენცია
| 1. | სან ანტონიო | 67 | 51 | 3 | 3 | 16 | 6999:6463 | 0.761 | |
| 2. | ოკლაჰომა | 67 | 50 | 4 | 1 | 17 | 7149:6513 | 0.746 | |
| 3. | ლოს ანჯელესი | 67 | 46 | 0 | 1 | 21 | 6752:6310 | 0.687 | |
| 4. | მემფისი | 65 | 44 | 3 | 1 | 21 | 6076:5812 | 0.677 | |
| 5. | დენვერი | 67 | 45 | 3 | 1 | 22 | 7086:6757 | 0.672 | |
| 6. | გოლდენ სტეიტი | 68 | 38 | 2 | 2 | 30 | 6845:6840 | 0.559 | |
| 7. | ჰიუსტონი | 67 | 36 | 0 | 3 | 31 | 7133:6920 | 0.537 | |
| 8. | ლეიკერსი | 68 | 36 | 2 | 0 | 32 | 6969:6874 | 0.529 | |
| 9. | იუტა | 66 | 34 | 3 | 2 | 32 | 6473:6513 | 0.515 | |
| 10. | პორტლენდი | 65 | 31 | 5 | 1 | 34 | 6391:6479 | 0.477 | |
| 11. | დალასი | 66 | 31 | 1 | 8 | 35 | 6676:6730 | 0.470 | |
| 12. | მინესოტა | 64 | 23 | 1 | 1 | 41 | 6059:6267 | 0.359 | |
| 13. | საკრამენტო | 67 | 23 | 0 | 4 | 44 | 6662:7025 | 0.343 | |
| 14. | ნიუ ორლეანი | 67 | 22 | 1 | 3 | 45 | 6322:6566 | 0.328 | |
| 15. | ფინიქსი | 67 | 22 | 3 | 2 | 45 | 6336:6761 | 0.328 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
| 1. | მაიამი | 65 | 51 | 5 | 1 | 14 | 6723:6226 | 0.785 | |
| 2. | ინდიანა | 66 | 40 | 2 | 3 | 26 | 6215:5940 | 0.606 | |
| 3. | ნიუ იორკი | 64 | 38 | 0 | 1 | 26 | 6326:6156 | 0.594 | |
| 4. | ბრუკლინი | 66 | 38 | 5 | 0 | 28 | 6284:6240 | 0.576 | |
| 5. | ატლანტა | 66 | 37 | 4 | 1 | 29 | 6427:6380 | 0.561 | |
| 6. | ჩიკაგო | 65 | 36 | 3 | 1 | 29 | 6005:5970 | 0.554 | |
| 7. | ბოსტონი | 65 | 36 | 7 | 4 | 29 | 6244:6215 | 0.554 | |
| 8. | მილუოკი | 65 | 33 | 3 | 2 | 32 | 6442:6515 | 0.508 | |
| 9. | ტორონტო | 67 | 26 | 2 | 7 | 41 | 6531:6640 | 0.388 | |
| 10. | ფილადელფია | 65 | 25 | 2 | 1 | 40 | 6013:6252 | 0.385 | |
| 11. | ვაშინგტონი | 65 | 23 | 0 | 5 | 42 | 6015:6180 | 0.354 | |
| 12. | დეტროიტი | 68 | 23 | 0 | 3 | 45 | 6424:6704 | 0.338 | |
| 13. | კლივლენდი | 66 | 22 | 0 | 1 | 44 | 6443:6676 | 0.333 | |
| 14. | ორლანდო | 67 | 18 | 0 | 3 | 49 | 6339:6765 | 0.269 | |
| 15. | შარლოტი | 66 | 14 | 3 | 1 | 52 | 6120:6790 | 0.212 |







