ბუნდესლიგის აუტსაიდერთან, “ბრაუნშვაიგთან” 2:0 მოგებული თამაშის შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” მეკარ მანუელ ნოიერი აცხადებს, რომ ყოველთვის სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება შეუძლებელია და გუნდი, ზოგჯერ, უბრალოდ 3 ქულის აღებით უნდა დაკმაყოფილდეს.
“უსახური მოგება? ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და არა მანქანები. ზოგჯერ, უბრალოდ აქტივში 3 ქულა უნდა ჩავიწეროთ. ყოველ კვირას სანახაობრივი თამაშის ჩვენება შეუძლებელია.” – ციტირებს ნოიერის სიტყვებს Sport1.









