“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ 2014 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში ჩატარება, რომელიც 1-14 აგვისტოს არის დაგეგმილი, ფინანსური პრობლემების გამო სათუოა.
ფინანსური პრობლემები იმის გამო შეიქმნა, რომ ნორვეგიელებმა ვერ გათვალეს ასპარეზობის მონაწილეთა ზუსტი რაოდენობა და აღნიშნულიდან გამომდინაე დასახარჯი თანხები.
შეძლებს თუ არა ნორვეგია 2014 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობას დაახლოებით 2-3 კვირაში გახდება ცნობილი.









