ჩოგბურთი

10:45 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკმა რაფას კიდევ ერთხელ მოუგო

 ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ნიკოლას მასუს ჩოგბურთიდან გაცილების საზეიმო ცერემონიალი ჩატარდა. მასში მონაწილეობა თავად მასუმაც მიიღო, რომელიც საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ კორტზე კიდევ ერთხელ გავიდა და არგენტინელ დავიდ ნალბანდიანს 2 სეტით მოუგო. შემდეგ კი საგამოფენო შეხვედრა კლასიფიკაციის პირველ-მეორე ნომრებმა რაფა ნადალმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჩაატარეს.

რაფა და ნოვაკი ერთმანეთს ბოლოჯერ ლონდონში, წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში შეხვდნენ და სერბმა ამ ტურნირის ჩემპიონობა ესპანელის ძლევით შეინარჩუნა. მალიორკელმა სანტიაგოშიც ვერ მოახერხა ბალკანელის დამარცხება – ჯოკოვიჩმა პრინციპულ მოწინააღმდეგესთან ამჯერადაც 2 სეტით, 7:6, 6:4 იმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088125