ჭიდაობა

15:44 | 19.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოდიკაძე სამეულს მიღმა დარჩა

96 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია. ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა მერვედფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების წევრ ვლადისლავ ბაიცაევთან წაგებით, რეპეშაჟის გზა კი მას შემდეგ ჩაეკეტა, რაც ბაიცაევი ნახევარფინალში პოლონელ სტანისლავ სკასკევიჩთან დამარცხდა.

96 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში სკასკევიჩი და უკრაინელი პავლო ოლეინიკი იჭიდავებენ.

0.168878