ფეხბურთი

22:22 | 25.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გარაი “ზენიტში” ითამაშებს

 

არგენტინის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ლისაბონის "ბენფიკას" ყოფილი მცველი ეზეკიელ გარაი, კარიერას სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია რუსული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

27 წლის მცველი "ზენიტთან" ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელშეკრულება ძალაში პირველი ივლისიდან შევა. გარაი ახალ კლუბს მუნდიალის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

ბოლო დროს არგენტინელის გარშემო ჭორები ვრცელდებოდა, თუმცა დღეს ოფიციალურად ყველაფერი გადაწყდა.

"მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, "ბენფიკაში" შესანიშნავი სამი წელი გავატარე. პორტუგალიასთან დაუვიწყარი მოგონებები მაკავშირებს და ყოველთვის ჩემ გულში იქნება. გრაციას!" _ განუცხადა Benfica TV-ს ეზეკიელ გარაიმ.

ეზეკიელ გარაიმ გასულ სეზონში "ბენფიკას" რიგებში 48 მატჩი ჩაატარა და 8 გოლიც გაიტანა. არგენტინელმა ლისაბონური კლუბის მაისურით პორტუგალიის ჩემპიონატი და თასი მოიგო.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093654