ფეხბურთი

15:52 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ჟალე “ლიონის” ფეხბურთელია”

პსჟ-ის ყოფილი მარჯვენა მცველი – კრისტოფ ჟალე კარიერას ლიონის “ოლიმპიკში” განაგრძობს.

ლიონელთა ოფიციალური საიტის ცნობით, გუშინ 30 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

“მას შემდეგ, რაც “ლიონის” ინტერესის შესახებ შევიტყვე, ამ კლუბში გადმოსვლა ჩემი პრიორიტეტი გახდა და მოხარული ვარ, რომ ეს ტრანსფერი შედგა.” – განაცხადა ჟალემ.

ჟალეს სანაცვლოდ “ოლიმპიკმა” პსჟ-ს 750 ათასი ევრო გადაუხადა. ფეხბურთელის წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, ეს თანხა კიდევ 250 ათასით გაიზრდება.

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095386