როგორც დაანონსებული იყო, 22 წლის გერმანელი შემტევი ანდრე შიურლე “ჩელსის” ფეხბურთელი გახდა. ლონდონურმა კლუბმა ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გერმანელი ახალ გუნდში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. არაოფიციალური ინფორმაციით, “არისტოკრატებმა”, შიურლეს სანაცვლოდ, “ლევერკუზენს” 22 მილიონი ევრო გადაუხადეს.
“ჩელსისთან” კონტრაქტის გაფორმებით კმაყოფილი ვარ. ჩემთვის დიდი პატივია ვითამაშო ამ გუნდში ასეთი შესანიშნავი გულშემატკივრების გასახარებლად. დებიუტს მოუთმენლად ველი.” – განაცხადა შიურლემ კონტრაქტზე ხელმოწერის დასმის შემდეგ.
ანდრე შიურლე “ლევერკუზენში” 2011 წლიდან თამაშობდა. გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 83 თამაშში მან 23 გოლი გაიტანა.









