პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა და ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტმა, გერმანელმა ოლე ბიშოფმა აქტიური სპორტული კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტმა ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქში, თავის გვერდზე დაწერა. შემდეგ კი ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუშიც დაადასტურა.
ბიშოფისვე ცნობით, იგი სპორტს საერთოდ ჩამოშორდება და 1 ოქტომბრიდან საქმიანობას აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში გააგრძელებს.







