ჭიდაობა

20:04 | 22.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოლეგ იაძე ევროპული სამბოს ვიცე-პრეზიდენტი გახდა

საქართველოს სამბოს ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ნაკრების ასევე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ოლეგ იაძე ევროპის სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. საანგარიშო საარჩევნო ყრილობა 17 მაისს, მოსკოვში გაიმართა და ევროპული სამბოს თავკაცი ზედიზედ მესამე 4-წლიანი ვადით სერგეი ელისეევი გახდა. იაძის კანდიდატურა კი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ბელარუსმა წარადგინა.
ოლეგ იაძემ საქართველოს სამბოს ფედერაცია და ნაკრები შარშან ზაფხულს დატოვა, მას შემდეგ, რაც ქართული სპორტის მაღალჩინოსანთაგან მალულად ნაკრები რუსეთში იახლა, პრეზიდენტის თასზე საჭიდაოდ. მალევე სამბოს ფედერაციაში ახალი რიგგარეშე ყრილობა და არჩევნები გაიმართა და სპორტის ამ სახეობის სათავეში ახალი ხალხი მოვიდა. იაძემ მაშინ განაცხადა, რომ თანამდებობები საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. მას შემდეგ კი რამდენიმეჯერ პრესკონფერენციაც მოაწყო, რომელზეც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაკის სამბოს დარბაზში მწვრთნელად მუშაობის საშუალებაც კი არ ეძლეოდა.
ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე კვირით ადრე ოლეგ იაძე კოალიცია “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანდა.

ოთარ მაღლაკელიძე

0.167922