ძიუდო

11:42 | 6.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადის შემდეგ ძიუდოს ნაკრებს ქართველი ჩაიბარებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ლონდონის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი ჩაიბარებს. ავსტრიელ პეტერ ზაიზენბახერს ქართველი სპეციალისტი შეცვლის, ოღონდ კონკრეტულად ვინ, ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაცია “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა ინტერვიუს ჩაწერისას მიაწოდა.
“ზაიზენბახერმა ნაკრები წლის დასაწყისში ჩაიბარა. დიდი დრო არ ჰქონია, მაგრამ ხელი მაინც დაატყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოჩნდა, რომ ამ გუნდს ამ მწვრთნელთან ერთად ოლიმპიურ თამაშებზე შედეგის მიღწევა შეუძლია, თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოვლენ ქართველი ძიუდოისტები ლონდონში, აქედანვე გადაწყვეტილია, რომ ოლიმპიადის შემდეგ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი ჩაიბარებს. ზაიზენბახერი კი, შესაძლოა, კონსულტანტად დარჩეს”, – განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087839