ძიუდო

23:51 | 7.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური შვიდეული კვირას გამოცხადდება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ოლიმპიური შემადგენლობა ხვალ გამოცხადდება. წინასწარი ინფორმაციით, გუნდის ავსტრიელ დამრიგებელს, პიტერ ზაიზენბახერს რჩეული შვიდეული დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში დღეს უნდა დაესახელებინა, მაგრამ პრესკონფერენცია ერთი დღით გადაიდო.
შეგახსენებთ, შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში ყველაფერი ნათელია – 66 კილოგრამში ლონდონში ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებს, 73-ში – ნუგზარ ტატალაშვილი, 81-ში – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ხოლო 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანი.
ზაიზენბახერმა არჩევანი 60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილსა და ბეთქილ შუკვანს შორის უნდა გააკეთოს, 100-ში – ირაკლი ცირეკიძესა და ლევან ჟორჟოლიანს, ხოლო +100-ში – ადამ ოქრუაშვილსა და ზვიად ხანჯალიაშვილს შორის
კულუარული ინფორმაციით, ოლიმპიურ განაცხადში შუკვანი, ჟორჟოლიანი და ოქრუაშვილი შევლენ. შესაბამისად, გაოფიციალურდება ფოტო, სახელად “საქართველოს 2012 წლის ოლიმპიური ნაკრები”, რომელიც უცხოურმა კომპანია “ფაიტინგ ფილმმა” რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტ-სივრცეში გაავრცელა. თუმცა სჯობს დაველოდოთ.
ვიდრე ქართული ოლიმპიური შემადგენლობა ოფიციალურად გამოცხადდება, “მსოფლიო სპორტი” ამ ინფორმაციის ქვემოთ, კომენტარებში, ძიუდოს ქართველ გულშემატკივრებს ოპტიმალური შვიდეულის დასახელებას თხოვს.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.082759