ჭიდაობა

15:52 | 11.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს 4 ქართველი მიუახლოვდა

გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის “ოქროს გრან-პრი”-ზე დღეს მედლები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სამ (55კგ, 66კგ, 96კგ) და ბერძნულ-რომაულის ორ (75კგ, 120კგ) კატეგორიაში თამაშდება. წინასწარი ეტაპის შეხვედრების დასრულების შემდეგ, ფინალში ჭიდაობის უფლება ოთხმა ქართველმა მოიპოვა: გიორგი ედიშერაშვილმა (55კგ), შალვა მუზიაშვილმა (55კგ), ელიზბარ ოდიკაძემ (96კგ) და მანუჩარ კვირკველიამ (74კგ).
ედიშერაშვილი გადამწყვეტ ორთაბრძოლაში თურქ პექერ ახმედს დაეჭიდება, მუზიაშვილი - სომეხ დავიდ საფარიანს, ოდიკაძე - თურქ შერჰათ ბალჩის, ხოლო კვირკველია - ირანელ ფარშად ალიზადეს. რეპეშაჟის ფინალში კი, 9 ქართველი იჭიდავებს.
ფინალური შეხვედრები 17 საათიდან დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.166933