ძიუდო

20:02 | 27.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოქრუაშვილიც ვერცხლის პრიზიორია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) ბუდაპეშტურ ევროპირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართული გუნდის უმძიმესი წევრი ფინალში ტურნირის ფრანგ ფავორიტთან, ევროპის 2-გზის, მსოფლიოს 4-გზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერთან გაფრთხილებებით დამარცხდა. მსაჯმა ქართველი ძიუდოისტი შიდოთი სამჯერ დასაჯა, ფრანგს კი ერთი შიდო აკმარა.

ფინალამდე ადამ ოქრუაშვილმა ბელარუსი ალექსანდრ ვახავიაკი და ფრანგი ჟან-სებასტიან ბონვუაზენი იპონ-იპონ ჩამოიშორა, სლოვენიელ მატიაჟ ცერაის კი ვაზარი-იუკოთი მოუგო.

საქართველოს ნაკრებმა უნგრული ევროპირველობა სამ-სამი ოქროსა და ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა და კაცებს შორის ინდივიდუალური პირველობის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ხვალ კი ევროპის გუნდური პირველობა გაიმართება.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09334