საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ფრანგი ჟან-სებასტიან ბონვუაზენი სამ წუთში ორჯერ დააგდო ვაზარიზე და ნახევარფინალში გავიდა.
ბონვუაზენთან დაჭიდებამდე ოქრუაშვილმა ბელარუსი ალექსანდრ ვახავიაკის იპონით ძლევა მოასწრო. ნახევარფინალში კი სლოვენიელ მატიაჟ ცერაისა და ლიტველ მარიუს პასკევიჩუსს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ფრანგი ტედი რინერი და რუსი რენატ საიდოვი შეხვდებიან.







