ქუთაისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი სამბოში. წინასწარი გეგმით, ტურნირი ორ დღეს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ორგანიზატორებმა ერთ დღეში ჩაატიეს. 52 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ფოთელი ლაშა ლატარია გახდა, 57 კილოგრამში - თელაველი ვახტანგ ჩიდრაშვილი, 62 გილოგრამში - საგარეჯოელი დავით სვიმონიშვილი, 68 კილოგრამში - მცხეთელი ლევან ნახუცრიშვილი, 74 კილოგრამში - კასპელი კახა მამულაშვილი, 82 კგ. - ფოთელი ნიკო კუცია, 90 კგ. - ქუთაისელი ლაშა გურული, 100 კგ. - ქვემო ქართლის სახელით მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანი და +100 კგ. - თბილისის სახელით მოჭიდავე ადამ ოქრუაშვილი.
ოთარ მაღლაკელიძე







