ძიუდო

19:30 | 21.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი ევროფინალში

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებს ლერი ჭელიძესა (55 კგ) და ვაჟა მარგველაშვილს (60 კგ) ხორვატიის ქალაქ პორეჩში დღეს დაწყებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უმაღლეს ტიტულს თითო შეხვედრის მოგებაღა აშორებთ. ბექა ვიბლიანი (66 კგ) კი რეპეშაჟის ფინალშია.
ევროპირველობაზე დღეს მედლები პირველ სამ წონით კატეგორიაში თამაშდება. ქართველებს თითოეულ წონაში ორ-ორი მონაწილე ჰყავდათ. მინდია ღოლიჯაშვილი (55 კგ), ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ბექა ტუღუში (66 კგ) შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშნენ.
ჭელიძე ფინალში ბელგიელ ადრიენ ქერტინმონს დაუპირისპირდება, მარგველაშვილი – რუსეთის სახელით მოჭიდავე ზაურ კალაშოვს. ვიბლიანის მეტოქე კი ჰოლანდიელი ჯუნიორ დეგენი იქნება.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09723