ჭიდაობა

18:43 | 31.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ორი ვერცხლი სტამბოლიდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ვები ემრეს სახელობის "ოქროს დიდი პრიზიდან" 2 მედლით დაბრუნდა. სტამბოლურ ტურნირზე ლიდერების გარეშე მოასპარეზე ქართული გუნდიდან კვარცხლბეკზე ილია გულბათაშვილი (74 კგ) და იაკობ ქაჯაია (96 კგ) ავიდნენ – ორივე მეორე საფეხურზე.
გოდერძი დავითაძეს (55 კგ), მარად სურმანიძეს (66 კგ), გიორგი ცირეკიძესა (84 კგ) და რევაზ ჭელიძეს (120 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. ოთხივემ მე-5 ადგილი დაიკავა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 42 ქულა დააგროვა, რაც მე-4 შედეგი იყო. მეორე-მესამე პოზიციებზე მყოფმა თურქეთმა და აზერბაიჯანმა 43-43 ქულა მიითვალეს. ხოლო პირველადგილოსანმა რუსეთმა – 51.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092218