ჭიდაობა

13:59 | 23.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოთხივე ქართველი მერვედფინალშია

 

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა რევაზ ლაშხმა (60 კგ), სოსო ჯაბიძემ (96 კგ) და გურამ ფერსელიძემ (120 კგ) პირველი შეხვედრები მოიგეს.

ლაშხმა პირველ წრეში სერბ კრისტიან ფრისს ორ პერიოდში 5:1 4:1 მოუგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც ხორვატ ტონიმირ სოკოლს დაუპირისპირდება.

ჯაბიძემ ასევე ორ პერიოდში სძლია უკრაინელ ვოლოდიმირ ვასილიევს (6:3 2:0) და მერვედფინალში ევროპის მოქმედ ჩემპიონს, სომეხ არტურ ალექსანიანს უნდა დაეჭიდოს.

ყველაზე ძლიერი მეტოქე კი ფერსელიძემ ჩამოიცილა – ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტს, ესტონელ ჰეიკი ნაბის ორ პერიოდში მინიმალური ანგარიშით აჯობა (1:0 1:0) და მერვედფინალში ხორვატ მარკო კოშკევიჩთან ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

მერვედფინალიდან ჩაებმება ტურნირში 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა გოგიტაძე - თურქ ფათიჰ უჩუნკუსთან შეხვედრით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167214