ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დასრულებულ ქვეყნის რიგით 35-ე ღია ჩემპიონატზე ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი ლუკა პაიჭაძემ (2520) აჩვენა, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-13 ადგილი დაიკავა, არადა, მე-3 პოზიციაზე გასულ ჩერნოგორიელ ნიკოლა ჯუკიჩსაც (2537) იდენტური მონაგარი ჰქონდა.
6.5 ქულით 22-ე შედეგი აჩვენა შოთა აზალაძემ (2466), ხოლო სალომე ხაჟომია (2180) 4.5 ქულით 126-ე იყო. აქვე ვთქვათ, რომ ბულგარეთის ჩემპიონატის გამარჯვებული ბრაზილიელი ალექსანდერ ფიერი (2577) გახდა, რომელმაც ტურნირის განმავლობაში მხოლოდ 0.5 ქულა დაკარგა და 8.5 ქულა მიითვალა. მან მე-2 ადგილზე გასულ პოლონელ ბარტლომეი ჰებერლას (2545) ქულით გაუსწრო.







