ძიუდო

15:40 | 25.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი და შავდათუაშვილი ფინალისკენ მიდიან

 საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვებები მოიპოვეს და შედეგად, პაპინაშვილი უკვე ნახევარფინალშია, ხოლო შავდათუაშვილი მეოთხედფინალში.

ამირან პაპინაშვილმა აზერბაიჯანის ნაკრების წევრ ვუგარ შირინლის მსგავსად, ჩეხი პაველ პეტრიკოვიც იპონით ჩამოიშორა. ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა ბელგიელი იესპერ ლეფევრის შებოჭვის შემდეგ, რუმინელ რემუს მირჩა ლაზეას მხოლოდ ერთი იუკო აკმარა.

ფინალში გასასვლელად პაპინაშვილი ბრიტანელ ეშლი მაკენზის დაეჭიდება. შავდაუაშვილის სამეოთხედფინალო მეტოქე კი უნგრელი ბენს ზამბორი იქნება, ვინაც პირველ წრეში უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაია დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166377