საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ამირან პაპინაშვილმა აბუ დაბის გრან-პრიზე მესამე შეხვედრა მოიგო და ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. ლიბანელი ზიადე დამიენისა და ამერიკელი ნიკოლას კოსორის იპონ-იპონ ძლევის შემდეგ მსოფლიოს რეიტინგ-სიის (60 კილოგრამ წონით კატეგორიაში) მეხუთეადგილოსანმა ქართველმა მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაას ოქროს დროში ვაზარით აჯობა და გადამწყვეტ შეხვედრაში რეიტინგის მეოთხეადგილოსანს, რუსეთის ნაკრების წევრ ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდება.







