საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს მასტერსზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის უმსუბუქესმა წევრმა მეოთხედფინალში ყაზახ იელდოს სმეტოვთან წაგების შემდეგ რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაას იპონით მოუგო და “ბრინჯაოს ფინალში” რუსეთის ნაკრების წევრ ბესლან მუდრანოვს დაეჭიდება.
დღესვე რუსულ ტატამზე შალვა ქარდავა (66 კგ), ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილიც (ორივე 73 კგ) გავიდნენ, მაგრამ პირველსავე წრეში წააგეს და ტურნირს სამივე უმალ გამოეთიშა.







