ჭადრაკი

23:10 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პატარა მოჭადრაკეებმა ასპარეზობა დაასრულეს

ოზურგეთელი მოჭადრაკის თორნიკე მახარაძის  გამარჯვებით დასრულდა საქართველოს 12-წლიანთა ჩემპიონატის პირველი ლიგა.

გამარჯვებულმა 9-დან 7.5 დააგროვა და ერთი ქულით გაუსწრო გიორგი ელაშვილს (II) და მარლენ გუნიას (III).

ამ სამეულის გარდა უმაღლესი ლიგის  საგზურები მოიპოვეს: გიორგი დემურხანაშვილმა, ნიკა კევლიშვილმა, თორნიკე წერეთელმა, გიორგი ჯიქიამ (6 ქულა), ვლადიმერ ჩახალიანმა, დავით ჩახალიანმა და დავით ირემაშვილმა (5.5 ქულა).

ამავე ასაკის გოგონებში 8-დან 7 ქულით ერთპიროვნულად იმარჯვა თამარ ლაგაზაურმა.

5.5 ქულით მეორე ადგილზე ნინი დარჩიაშვილი გავიდა, ხოლო მესამეზე 5 ქულით – ნელი პავლიაშვილი.

8-წლიან ბიჭებში 7.5 ქულით პირველობა არავის დაუთმო თორნიკე კუპატაძემ. ნახევარი ქულით ნაკლები ჰქონდათ აქტივში ვერხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს: გიგი ივანელაშვილსა და ზურაბ ანთაძეს.

4-7. ლაზარე შანიძე, ნიკა ბუკია, საბა მესხი, დავით გოცირიძე – 6 ქულა.

8. ლუკა ჯიბღაშვილი – 5.5 ქულა.

9-10. ლუკა წულაია, თორნიკე აბელაშვილი – 5 ქულა.

დიდი უპირატესობით გაინაწილეს პირველობა მარიამ აბაკელიამ და მართა ქათამაძემ 8-წლიან გოგონათა შეჯიბრში. დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა აბაკელიამ დაისკუთრა.

3. მარინე ღლონტი – 6 ქულა.

4-7. მარიამ გვათუა, მარიამ დოლაკიძე, ანანო ჯაყელი – 5 ქულა.

8-10. ლიზი ჯიღაური, ანა ქოჩიშვილი, იოანა მიქაძე – 4.5 ქულა.

დებულების თანახმად, I-X ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა შესაბამისი ასაკის უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს.

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 8 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის მარნეულში 2014 წლის 3-12 მაისს გაიმართება.

www.gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160239