ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნებული ალეშანდრე პატო ავსტრალიასთან (6:0) გატანილი გოლით მოხარულია და აცხადებს, რომ მისი მიზანი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშია.
“მჯერა, რომ ნაკრებიდან მიწვევა “კორინთიანსში” ჩემი თამაშის გამო მივიღე. მეტი სათამაშო დრო მჭირდებოდა, რომელსაც ვღებულობ კიდეც. ჩემი მიზანი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრაა.” – ციტირებს პატოს სიტყვებს Goal-ი.
პატომ ეროვნულ გუნდში 24 აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა. ავსტრალიასთან გამართულ შეხვედრაში, მან თავი გოლის გატანით გამოიჩინა.









