“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობით ძალიან კმაყოფილია და თვლის, რომ “ქალაქელები” ინგლისში საუკეთესოები არიან.
“ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე გუნდებს შორის საუკეთესო შემსრულებლები გვყავს. “სიტიმ” 4 მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა, მაგრამ უამისოდაც, ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავდა.
იმედი მაქვს, “მანჩესტერ სიტი” გამარჯვებებს პირველივე ტურიდან დაიწყებს და გუნდი კიდევ ერთ ტიტულს მოიგებს.” – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს Sky Sports-ი.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, “სიტიმ” ფერნანდინიო (“შახტარიდან”), სტევან იოვეტიჩი (“ფიორენტინადან”), ხესუს ნავასი და ალვარო ნეგრედო (ორივე “სევილიადან”) შეიძინა.









