ფეხბურთი

18:05 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პერტიამ დიდი ანგარიშით მოიგო

ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-11 ტურში, გათამაშების ლიდერმა რიგის “სკონტომ”, რომლის მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, სტუმრად “ილუკსტესი” 7:1 დაამარცხა.

გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში იყვნენ ლადო დათუნაშვილი და ლევან ჭაჭიაშვილი, მაგრამ თამაშში არ ჩართულან. განაცხადში არ იყვნენ ლაშა დვალი და ირაკლი კლიმიაშვილი. “სკონტოს” 10-გუნდიან ჩემპიონატს სათავეში 24 ქულით უდგას.

რიგის “დაუგავამ” გასვლაზე ლიეპაიას “მეტალურგსი” 2:0 დაამარცხა. სტუმართა შორის გიორგი დიაკვნიშვილი მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა. “დაუგავა” 23 ქულით მეორეზეა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-11 ტურში, “ბუხარამ” ფერგანას “ნეფთჩის” 1:0 მოუგო. გიორგი კვესიეშვილმა გამარჯვებულებში შეუცვლელად ითამაშა. “ბუხარას” 16 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-6 ადგილზეა.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098099