ფეხბურთი

18:12 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: "სტატისტიკა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა"

"ბარსელონას" ესპანელმა მცველმა ხერარდ პიკემ ბოლო დღეებში ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"მხოლოდ ჩვენ ვართ ის კლუბი, რომელის 4:0-ს იგებს და შემდეგ მიმდინარეობს დისკუსია, ბურთზე კონტროლის პროცენტული მაჩვენებელი მოვიგეთ თუ წავაგეთ. სტატისტიკა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა, ეს მხოლოდ მედიის სალაპარაკო თემაა" - განაცხადა პიკემ.

მანვე აღნიშნა, რომ "ბარსელონა” კიდევ კარგ ფეხბურთს აჩვენებს: "ეს არის კლუბი და ჩვენ ვიცით როგორ მუშაობს ის. ვიგებთ მხოლოდ კარგი ფეხბურთის თამაშის შედეგად. ტატას მუშაობითაც კმაყოფილი ვართ. გვაქვს კარგი სათამაშო სტილი, თამაშის სხვადასხვა ვარიანტები და მიზნები".

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.078518