მარტის თვეში ტურინის “იუვენტუსის” საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა ანდრეა პირლო დაასახელეს. ამის შესახებ “იუვეს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
გამოკითხვის შედეგად, მეორე ადგილი კარლოს ტევესმა დაიკავა, ხოლო მესამე – ჯანლუიჯი ბუფონმა.
სპეციალურ ჯილდოს პირლოს 7 აპრილს, “ლივორნოსთან” იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის მატჩამდე გადასცემენ.
პირლო “იუვენტუსში” 2011 წლიდან გამოდის და 118 მატჩში 13 გოლი გაიტანა.









