მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველი მერვედფინალისტი გამოვლინდა. ამერიკის შემდეგ განას მძლეველმა ესპანეთმა A ჯგუფში მინიმუმ მე-2 ადგილი გაინაღდა.
ტურნირის მთავარმა ფავორიტმა მეტოქეს, ამჯერად, მხოლოდ ერთი გოლი აკმარა. მე-13 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან დენის სუარესის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება და ხესეს მიერ ტურნირზე მე-3 გოლის გატანა მოჰყვა.
ქულები დაკარგა ჯგუფის მე-2 ფავორიტმა. ამერიკასთან გამართულ მატჩში, ფრანგებმა ანგარიშის გახსნა 48-ე წუთზე, მას შემდეგ მოახერხეს, რაც სანოგომ თერთეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. ოციოდ წუთში, პენალტის დარტყმის უფლება უკვე ამერიკელებმა მოიპოვეს, მაგრამ გილს არეოლამ აუღო. ანგარიში მაინც გათანაბრა. ეს 85-ე წუთზე, კუევასის დარტყმის შემდეგ მოხდა.
2-ჯერ დაწინაურების მიუხედავად, ქულას დასჯერდა პორტუგალია, რომელიც მასთან ერთად ჯგუფის ლიდერად მოვლენილ სამხრეთ კორეას ხვდებოდა.
აქტივში პირველი 3 ქულა ჩაიწერა ნიგერიამ. აფრიკელები კუბას დაუპირისპირდნენ და მოლოდინისამებრ იოლად იმარჯვეს.
A ჯგუფი
საფრანგეთი-აშშ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 სანოგო (48), 1:1 კუევასი (85).
65-ე წუთზე, გილმა (აშშ) ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.
ესპანეთი-განა 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ხესე (13).
| 1. | ესპანეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 5:1 | 6 | |
| 2. | საფრანგეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 4:2 | 4 | |
| 3. | აშშ | 2 | 0 | 1 | 1 | 2:5 | 1 | |
| 4. | განა | 2 | 0 | 0 | 2 | 1:4 | 0 |
B ჯგუფი
კუბა-ნიგერია 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 უმარი (19), 0:2 უმარი (23), 0:3 აჟაგუნი (67)
88-ე წუთზე, აჟაგუნმა (ნიგერია) ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.
პორტუგალია-სამხრეთ კორეა 2:2 (1:0)
გოლები: 1:0 გომესი (3), 1:1 ტიუ სეუნ-ვო (45), 2:1 ბრუმა (60), 2:2 კიმ ჰიუნი (76).
| 1. | პორტუგალია | 2 | 1 | 1 | 0 | 5:4 | 4 | |
| 2. | სამხრეთ კორეა | 2 | 1 | 1 | 0 | 4:3 | 4 | |
| 3. | ნიგერია | 2 | 1 | 0 | 1 | 5:3 | 3 | |
| 4. | კუბა | 2 | 0 | 0 | 2 | 1:5 | 0 |







