სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

5:06 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ჰოლანდიური მარცხი სერია A-ში

„ნაპოლისთან“ ნეაპოლში წაგება განსაკუთრებული ტრაგედია არცერთი გუნდისთვის არაა, მაგრამ „მილანის“ თამაში კვლავ მინიმუმ უკეთესის სურვილს ტოვებს. კლარენს ზეედორფის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს დარტყმის საშუალება 27-ჯერ მისცა და რა გასაკვირია, რომ ანგარიშის გახსნის მიუხედავად, სერია A-ს ისტორიაში პირველი ჰოლანდიელი მთავარი მწვრთნელის გუნდმა ამ ტურნირზე პირველი მარცხი იწვნია.

ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, როდესაც „მილანის“ დებიუტანტმა, ადელ ტაარაბტმა, თამაში საკუთარ თავზე აიღო და საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით გაიტანა. სამ წუთში, შორეული დარტყმითა და რიკოშეტით გოკჰან ინლერმა ისარგებლა, რომელმაც გოლი დაახლოებით ერთი წლის წინათ გარდაცვლილ „ნაპოლის“ ყოფილ ფეხბურთელს, კარმელო იმბრიანის მიუძღვნა.

მე-2 ტაიმში გონსალო იგუაინის ჯერი დადგა. ნეაპოლელთა საუკეთესო ბომბარდირმა ჯერ ინლერის გადაცემას თავი შედეგიანად წაჰკრა, შემდეგ კი, კალიეხონის პასით ხელსაყრელი სიტუაციიდან ისარგებლა.

ბოლო ორ მატჩში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, მოგება გაიხსენა „ფიორენტინამ“, რომელმაც უქულოდ „ატალანტა“ დატოვა. ფლორენციელებმა ანგარიში მე-16 წუთზე, ილიჩიჩის ზუსტი საჯარიმოთი გახსნეს, ხოლო თამაშის მიწურულს, როდესაც სტუმრები მოედანზე უკვე 10 კაცით იყვნენ დარჩენილნი, ვოლსკიმ 2 მეტოქის წინააღმდეგობა არ შეიმჩნია და „ფიორენტინას“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

ზედიზედ 4 მატჩში უქულოდ დარჩენის შემდეგ, მე-2 თამაში მოიგო „უდინეზემ“. ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდმა სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლი „კიევო“ 3:0 გაანადგურა. ანგარიში უდინელთა ლეგენდამ, ანტონიო დი ნატალემ გახსნა, რომელმაც მონაწილეობა მე-2 გოლშიც მიიღო. შეხვედრაში წერტილი, ფერნანდესის გადაცემის შემდეგ, ობამეიანგ ბადუმ დასვა.

 

ფიორენტინა-ატალანტა 2:0 (1:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 28319

ფიორენტინა (3-1-4-2): ნეტო, დიაკიტე, სავიჩი, კომპერი, კუადრადო, ანდერსონი (ფერნანდესი 56), პისარო, ვალერო, ვარგასი, ილიჩიჩი (ვოლსკი 60), მატრი (რიდერი 78).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, ბენალუანე, სტენდარდო, იეპესი, დელ გროსო, რაიმონდი (ესტიგარიბია 57), ჩიგარინი, მილიაჩო (კარმონა 73), ბონავენტურა, მორალესი (კაცოლა 84), დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

გოლები: 1:0 ილიჩიჩი (16), 2:0 ვოლსკი (86).

გაფრთხილებები: ვალერო 59 - მილიაჩო 30, ჩიგარინი 55, სტენდარდო 61.

გაძევება: ჩიგარინი 81.

მსაჯი: მარკო გუიდა.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 19 (5)-11 (3), კუთხური: 11-6, თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-3, ჯარიმა: 12-13.

 

უდინეზე-კიევო 3:0 (0:0)

უდინე, “ფრიული” 13000

უდინეზე (3-1-4-2): სკუფეტი, ორტო, დანილო, დომიცი, ბადუ, ბასტა, იებდა, ლაცარი (პერეირა 46), გაბრიელი, მაიკოსუელი (ფერნანდესი 67), დი ნატალე (მურიელი 80).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

კიევო (3-1-4-2): პუჯონი, ბერნარდინი, სეზარი, კანინი, რიგონი, სარდო, ბონტივოლიო (ობინა 62), გუარენტე, დრამე,  სტოიანი (პალოსკი 67), ტერო (ლაზარევიჩი 78).

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

გოლები: 1:0 დი ნატალე (56), 2:0 ფერნანდესი (74), 3:0 ბადუ (86).

გაფრთხილებები: სტოიანი 34, სეზარი 71.

მსაჯი: ლუკა ბანტი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 10 (5)-9 (3), კუთხური: 1-6, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-2, ჯარიმა: 12-10.

 

ნაპოლი-მილანი 3:1 (1:1)

ნეაპოლი, “სან პაოლო” 44000

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, გულამი, ჟორჟინიო, ინლერი (ჯემაილი 89), მერტენსი, ჰამშიკი (ბეჰრამი 83), ინსინიე (კალიეხონი 78), იგუაინი.

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

მილანი (4-2-3-1): აბიატი, დე შილიო, რამი, მექსე, ემანუელსონი (მონტოლივო 70), დე იონგი, ესიენი, აბატე, რობინიო (კაკა 46), ტაარაბტი, ბალოტელი (პაცინი 73).

მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.

გოლები: 0:1 ტაარაბტი (8), 1:1 ინლერი (11), 2:1 იგუაინი (56), 3:1 იგუაინი (82).

გაფრთხილებები: ინლერი 38, ჟორჟინიო 68, კალიეხონი 87 - აიატი 22, ტაარაბტი 54.

მსაჯი: დავიდე მასა.

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 27 (14)-8 (6), კუთხური: 5-0, თამაშგარე: 1-5, სეივი: 5-11, ჯარიმა: 10-16.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101754