ჭადრაკი

15:26 | 18.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგის სამი ლიდერი

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის პირველ ლიგაში 3 ტურის თავზე 3 მოჭადრაკე დაწინაურდა. ზურაბ ჯავახაძეს (2446), დავით ჯოჯუას (2545) და გიგა ყუფარაძეს (2484) აქტივში 3-3 ქულა აქვთ და ისინი უახლოეს მდევრებს 0.5 ქულით უსწრებენ.
ლიდერებს კვალში დავით ბენიძე (2518), დავით ლომსაძე (2343), ნოე თუთისანი (2015) და ნიკოლოზ შავთვალაძე (2400) უდგანან. მე-4 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ჯავახაძე – ჯოჯუა, ბენიძე – ყუფარაძე, ლომსაძე – შავთვალაძე და გაიოზ ნიგალიძე (2457) – თუთისანი.

0.165335